თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ოდეს ესე ყოველი იქმნას, მაშინ სცნათ, ვითარმედ ყოველივე სიტყუაჲ ჩემი ჭეშმარიტ იყო, და ამისთჳს გარქუ, რაჲთა არა მოულოდებელად მოიწიოს და შეგაშფოთნეს თქუენ, და რაჲთა არა იტყოდით, ვითარმედ: არა წინაჲსწარ ვიცოდეთ ყოველივე მომავალი. იჴსენებდეთ უკუე, ვითარმედ მე გარქუ თქუენ, და ვითარმედ ჩემთჳს გიზმენ ყოველსავე და მამისა ჩემისათჳს, და რამეთუ მეცა ესრეთ მიყვეს, და რამეთუ ყოველივე უჯეროებით არს და უშჯულოდ საქმჱ მათი.
იოანეს სახარება 16:4
3. ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე.4. მაგრამ ეს გითხარით, რათა, როცა მოაწევს ჟამი, გაიხსენოთ, რომ ეს გითხარით; თავიდანვე კი არ მითქვამს, ვინაიდან თქვენთან ვიყავი.5. ხოლო ახლა ჩემს მომავლინებელთან მივდივარ და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო.
იოანეს სახარება თავი 16