თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა კუალად განაძლიერნა სულნი მათნი, უჩუენა რაჲ, ვითარმედ მრავალნი მოწაფე-ყოფად არიან მათდა, რამეთუ ვინაჲთგან რომელი მათ უმეტესად აქუნდა, ზიარ სხუათასა გამოაჩინა, კუალად ნუგეშინის-სცა, მოასწავა რაჲ, ვითარმედ სხუათა მრავალთა ცხორებისა მიზეზ ყოფად არიან. ხოლო ვინაჲთგან თქუა შეწირვისა მისთჳს მათისა და ცხორებისა და რაჲთა წმიდა იყვნენ ჭეშმარიტებითა, კუალად იწყებს სიტყუად ერთობისათჳს და მას ზედა აღასრულებს სიტყუასა თჳსსა; რომლისაგანცა იწყო, მასვე სრულ-ჰყოფს, რამეთუ დასაბამსა სიტყჳსასა თქუა, ვითარმედ: „მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ“, და აწ კუალად იწყებს მისთჳსვე სიტყუად:
იოანეს სახარება 17:20
19. მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით.20. მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით.21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.
იოანეს სახარება თავი 17