მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 17:21

20. მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით.21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.22. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი.
იოანეს სახარება თავი 17
21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდა, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა იყვნენ ჩუენ შორის“ (17,21).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვითარცა“, არა ჭეშმარიტისა მსგავსებისაჲ არს, რამეთუ არცა შესაძლებელ იყო მათ მიერ ესრეთ მსგავსებაჲ, არამედ ვითარცა კაცთა ძალსა შინა არს, ვითარცა-იგი რაჟამს იტყოდის: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს“. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ჩუენ შორის“? - სარწმუნოებასა ზედა ჩუენსა. რამეთუ ვინაჲთგან არარაჲ ესრეთ დააბრკოლებს მრავალთა, ვითარ არაერთობაჲ, ამისთჳს ამას იტყჳს: „რაჲთა ერთ იყვნენ“. და ესევითარი სარგებელი იქმნა მის საქმისაგან, რამეთუ რაოდენთაცა ჰრწმენა მოციქულთა მიერ, აწ ყოველნი ერთ არიან, დაღაცათუ ვიეთნიმე განეყვნეს, წარწყმდეს. რამეთუ ესეცა თავადმან წინაჲსწარ თქუა და გამოაჩინა, ვითარმედ უდბებისაგან კაცთაჲსა არს ესე საქმჱ.

სააღდგომო ეპისტოლე 1982 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
წმიდა სინოდის წევრებს - ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა, მოძღვართა და დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა და ყოველთა საქართველოს ქრისტეს მიერ საყვარელ საპატრიარქოს შვილთა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ:

...ვუხმობ, მოვუწოდებ, ვეძახი შეკრებაზე, კრებაზე. ამრიგად, ეკლესია არის ადამიანები, რომელნიც ღმერთმა ამოირჩია და თავისთან მოუწოდა.

მთავარი არსი ეკლესიისა არის ის, რომ მორწმუნე, მისი წევრი, განუწყვეტელ კავშირშია მამა ღმერთთან, ძე ღმერთსა და წმიდა სულთან. ეკლესიაში ხდება საიდუმლო შეხვედრა ადამიანისა ღმერთთან ().

ეკლესიის ყოველი წევრი ქრისტესია - ქრისტიანია. ადამიანი, რომელიც თავის თავს თვლის მორწმუნედ და არ არის ეკლესიის წევრი, არ არის ნაწილი ერთისა ვაზისა, არ არის შეზრდილი ქრისტეს, არ იმყოფება მასში, არ ასრულებს მის მცნებებს, არ აღმართულა ცოცხალ ქვად ეკლესიის შენობაში - ასეთი ადამიანი მარტო იმყოფება აღელვებულ ზღვაში, რომელიც აუცილებლად შთანთქავს მას.

რა ახასიათებს ქრისტეს ეკლესიას? ეკლესია ერთიანია, წმიდაა, კათოლიკე და სამოციქულოა. იგი დაარსდა სულთმოფენობის დღეს. ქრისტეს ეკლესიის პირველნი წევრნი მუდამ იმყოფებოდნენ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა... აქებდეს ღმერთსა... ხოლო უფალი შესძინებდა ცხოვნებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა (საქმე მოც. 2,42-47). ეკლესიაში არ არის გაყოფა, მისი წევრნი არ არიან ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი დამოუკიდებელი ჯგუფები, მათ აქვთ ერთი გული, ერთსულ არიან, მათ ხელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ძალ-მიც საქმედ თავით ჩემით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვშჯი, და საშჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისასა“ (5,30).:

...რეთ ვშჯი, ვითარცა თჳთ მამაჲ, უკუეთუმცა შჯიდა.

და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „საშჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისასა“.

რასა იტყჳ, გაქუსა შენ სხუაÁ ნებაჲ მამისაგან კიდე? და ვითარ სხუასა ადგილსა იტყჳ, ვითარმედ: „ვითარცა მე და შენ, მამაო, ერთ ვართ“, და ნებისათჳს და ერთობისათჳს იტყოდე. არამედ გულისხმა-ყავთ, ძმანო, რამეთუ სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: არა თუ სხუაჲ არს ნებაჲ ჩემი და სხუაჲ არს ნებაჲ მამისაჲ, არამედ ვითარცა ერთისა ბუნებისა ერთი ნებაჲ არს, ეგრეთვე ჩემი და მამისაჲ. და არარაჲ არს ჩემი სხუაჲ ნებაჲ, მამისაგან განყოფილი, არამედ რაჲ-იგი მას ჰნებავს, მეცა იგივე მნებავს, და რაჲ მე მნებავს, მასცა იგივე ჰნებავს; და ვითარი მამისაჲ არს საშჯელი, ეგევითარივე ჩემი არს, და რამეთუ ერთისაგან გონებისა გამოვალს ორთავე ბრძანებაჲ. ხოლო რომელ ესრეთ კაცობრივ იტყჳს სიტყუასა ამას, ნუ გიკჳრს, რამეთუ ჯერეთ ლიტონად კაცად შეერაცხა იგი. და ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ესევითართა ადგილთა არა თუ თქუმულთა მათ ოდენ გამოვეძიებდეთ, არამედ თუ ვითარი გონებაჲ აქუნდა მსმენელთა მათ, და ესრეთ ვისმენდეთ, ვითარცა მათისა გონებისა მიმართ თქუმულსა, რამეთუ უკუეთუ ვინ სიტყუათა წერილისათა ვითარცა ჰპოებდეს და ეს...

სრულად ნახვა