თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად თქუა, ვითარმედ: „ქუეყანასა ზედა“, რამეთუ ცათა შინა დიდებულ იყო, რომელსა ბუნებით აქუნდა დიდებაჲ ღმრთეებისაჲ და ანგელოზთა მიერ თაყუანის-იცემებოდა. არა უკუე მას დიდებასა იტყჳს, რომელი ბუნებით აქუს, რამეთუ იგი, დაღაცათუ არავინ იყოს მადიდებელი, სავსებითვე ჰგიეს, არამედ ამას დიდებასა იტყჳს, რომელი კაცთა მსახურებითა იქმნების. და ამისთჳს იგიცა სიტყუაჲ, ვი-თარმედ: „მადიდე მე“ (17,5), ესევითარივე არს. რაჲთა სცნა, ვითარმედ ამას ესევითარსა დიდებასა იტყჳს, ისმინე შემდგომიცა:
იოანეს სახარება 17:4
3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს.4. მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად.5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე.
იოანეს სახარება თავი 17