თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე თქუა, რაჲთამცა უჩუენა პეტრეს, ვითარმედ არა მათისა ძალისაგან არს შეპყრობაჲ მისი, არამედ თჳსისა მიშუებისაგან, და ვითარმედ მორჩილ არს მამისა ვიდრე სიკუდიდმდე.
იოანეს სახარება 18:11
10. ხოლო სიმონ-პეტრეს მახვილი ჰქონდა; იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო სახელი მონისა იყო მალქოსი.11. მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: ჩააგე მახვილი ქარქაშში! ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?12. მაშინ მეომარმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს იგი.
იოანეს სახარება თავი 18