თ ა რ გ მ ა ნ ი: მიიყვანეს ანაჲსა, რამეთუ სიხარულისაგან მიმოვიდოდეს და ქადაგებდეს, ვითარმცა დიდი რაჲმე ძლევაჲ ექმნა. ხოლო რაჲსათჳს აჴსენა მახარებელმან წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი? რაჲთა გესმეს რაჲ შეპყრობაჲ და შეკრვაჲ იესუჲსი, არა შეშფოთნე, არამედ სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტად სოფლისა ცხორებისათჳს იყო, და ეგოდენ ჭეშმარიტ იყო ესე, ვიდრეღა მტერნიცა წინაჲსწარმეტყუელებდეს.
იოანეს სახარება 18:12
11. მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: ჩააგე მახვილი ქარქაშში! ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?12. მაშინ მეომარმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს იგი.13. და მიიყვანეს ჯერ ანნასთან, ვინაიდან ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს.
იოანეს სახარება თავი 18