მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 18:13

12. მაშინ მეომარმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს იგი.13. და მიიყვანეს ჯერ ანნასთან, ვინაიდან ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს.14. სწორედ ეს კაიაფა იყო, ვინც ურჩია იუდეველებს, უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.
იოანეს სახარება თავი 18
13. და მიიყვანეს ჯერ ანნასთან, ვინაიდან ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ შეიპყრეს იესუ და შეკრეს და მიიყვანეს ანაჲსა პირველად. და იყო ანა სიმამრი კაიაფაჲსი. ხოლო კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობჱს არს ერთისა კაცისა სიკუდილი ერისათჳს“ (18,12-14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: მიიყვანეს ანაჲსა, რამეთუ სიხარულისაგან მიმოვიდოდეს და ქადაგებდეს, ვითარმცა დიდი რაჲმე ძლევაჲ ექმნა. ხოლო რაჲსათჳს აჴსენა მახარებელმან წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი? რაჲთა გესმეს რაჲ შეპყრობაჲ და შეკრვაჲ იესუჲსი, არა შეშფოთნე, არამედ სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტად სოფლისა ცხორებისათჳს იყო, და ეგოდენ ჭეშმარიტ იყო ესე, ვიდრეღა მტერნიცა წინაჲსწარმეტყუელებდეს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის