თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინ არს „სხუაჲ იგი მოწაფჱ“? გარნა თჳთ მახარებელი, რომელსა უთქუამს ესე. არამედ რად არა თქუა თჳსი სახელი, ვითარიგი ჟამსა სერობისასაცა, ვითარმედ: „სხუაჲ მოწაფჱ“, და არა თქუა თჳსი სახელი? არამედ მაშინ სამართლად ჰფარვიდა თავსა თჳსსა, რამე-თუ დიდ იყო საქმჱ იგი, ხოლო აქა რაჲსათჳსღა? არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ მისვე მიზეზისათჳს, რამეთუ ესეცა საქმჱ დიდ იყო ფრიად, რომელ სხუანი ყოველნი განიბნინეს, და იგი მარტოჲ შეუდგა. ამისთჳს სახელი თჳსი არა თქუა, არამედ ოდენ პეტრესი, და აჴსენა მცირედ თავი თჳსი, რაჲთა სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტებით იტყჳს ყოველსავე, რამე-თუ მუნ იყო თანამდგომარე. და იხილე მისი საქმჱ, რაჲთა არავის უკჳრდეს, რომელ სხუანი ყოველნი წარვიდეს, და პეტრეცა გარე დაშთა, და იგი ოდენ შევიდა უფალსა თანა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა“ (18,15,16), რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ახოვნებისა და უშიშოებისა თჳსისაგან ქმნა. და არა თუ ვითარცა საქებელად რაჲმე თქუა, თუ: „მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა“, -...
იოანეს სახარება 18:15
14. სწორედ ეს კაიაფა იყო, ვინც ურჩია იუდეველებს, უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.15. მისდევდა იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე, ხოლო ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში.16. პეტრე კი გარეთ იდგა, ჭიშკართან. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, რაღაც უთხრა მეკარე ქალს, და შეიყვანა პეტრე.
იოანეს სახარება თავი 18