თ ა რ გ მ ა ნ ი: იქმნა ესე ყოველი, რაჲთა სიმრავლემან მსაჯულთამან გამოაჩინოს ჭეშმარიტებაჲ იგი საქმისაჲ მის; ხოლო იყო განთიადი, რამეთუ პირველ ქათმის ყივილისა კაიაფაჲსა მიიყვანეს და განთიად - პილატესა, ; (27,1-2); ; (15,1); რამეთუ ესეოდენთა მათ ჟამთა ღამისათა კაიაფაჲს მიერ განიკითხვოდა, და ვერარას ამხილებდეს იგინი. არამედ შენ იხილე სიბრმჱ ჰურიათაჲ, რამეთუ უბრალოჲ იგი შეიპყრეს საჭურველითა და ენება მოკლვად და არა შეიკდემდეს და სამშჯავროდ არა შევიდოდეს, „რაჲთა არა შეიგინნენო“ (18,28), რომელნი-იგი აქლემსა შთანსთქმიდეს და ბურნაკსა წურვიდეს. უსამართლოდ მოკლვაჲ უფლისაჲ არა აქუნდა ბრალად და სამშჯავროდ მოსლვაჲ ბრალად შეერაცხა. ხოლო მათ რაჲსათჳს არა მოკლეს, არამედ პილატესა მიავლინეს? გარნა რამეთუ ფრიადი ჴელმწიფებაჲ მათი დაჴსნილ იყო, რაჟამს საქმენი ჰრომთა ჴელმწიფებისანი იყვნეს, და ეშინოდა, ნუუკუე საჯნენ იგინი....
იოანეს სახარება 18:28
...ულ იყვნეს ყოველნი იგი წინამძღუარნი უღმრთოებისანი; მუნ იღჳძებდეს და მოელოდეს ბოროტისა მის ზრახვისა სრულ-ყოფად, რამეთუ არცა თუ პასექი ჭამეს მაშინ, ვითარცა იტყჳს იოვანე, ვითარმედ: „მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა შეჭამონ პასექი იგი“. რაჲ არს ესე?
გუასწავა მახარებელმან, ვითარმედ სხუასა დღესა ჭამეს და შჯული დაჰჴსნეს წადიერებისა მისგან, რომელ აქუნდა მოკლვად იესუჲსა. ხოლო ქრისტე არა გარდაჰჴდა შჯულსა, არამედ ჟამსა მას განწესებულსა აღასრულა პასექი; არამედ იგინი გარდაჰჴდეს, რომელნი ბევრეულგზის გარდაჰჴდებოდეს შჯულსა. ვინაჲთგან ბორგდეს გულისწყრომითა და მრავალგზის ჴელ-ყვეს შეპყრობად უფლისა და ვერ უძლეს, მაშინ მოულოდებელად ჴელად-იგდეს და აღირჩიეს პასექისა მის დატეობად, რაჲთამცა გულისთქუმაჲ ოდენ მკლველობისა თჳსისაჲ აღასრულეს. ამისთჳსცა ყოველნი ერთად შეკრბეს და ეძიებენ მიზეზსა, რაჲთამცა პოეს მის ზედა, ვი-თარცა ესერა იტყჳს მახარებელი: