მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 18:34

33. კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, უხმო იესოს და უთხრა: შენა ხარ იუდეველთა მეფე?34. იესომ მიუგო: შენ თვითონ ამბობ მაგას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?35. მიუგო პილატემ: განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. მაინც რა ჩაიდინე?
იოანეს სახარება თავი 18
34. იესომ მიუგო: შენ თვითონ ამბობ მაგას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ჰრქუა მას იესუ: შენ თავით თჳსით იტყჳა, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთჳს?“ (18,33-34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს ჰკითხა ესე უფალმან? გარნა რაჲთა უკეთური იგი ჰურიათა გონებაჲ გამოაცხადოს. რამეთუ ასმიოდა ესე პილატეს მრავალთა მიერ, და ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა მას ჟამსა, რაჲმცა ჰრქუეს მას ჰურიათა, რაჲთა არა ფრიად იყოს გამოძიებაჲ, ამისთჳს რომელი მარადის ესმოდა, იგი შემოიღო შორის. და ვინაჲთგან მათ ჰრქუა, ვითარმედ: „საჯეთ შჯულისაებრ თქუენისა“, მათ ჰრქუეს: „არა ჯერ-არს ჩუენდა“, რაჲთამცა უჩუენეს, ვითარმედ არა ჰურიაებრი არს ცთომაჲ, არამედ ყოველთა ზედა. და ამისთჳს ჰკითხა პილატე, ვითარმედ: „შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ?“ და არა თუ ქრისტე უმეცარ იყო, ვითარმედ თავით თჳსით იტყჳს, ანუ სხუათა უთხრეს, არამედ ენება, რაჲთამცა მანცა ცნა ჰურიათა საქმჱ, და ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „სხუათა გითხრესა?“ რომლისათჳსცა პილატე თქუა:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის