თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება, რაჲთამცა უბრალოდ გამოაჩინა თავი თჳსი. ხოლო ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ?“ ამისთჳს ამხილებდა მას იესუ და ეტყოდა, ვითარმედ: ესე გესმაა ჰურიათაგან? რაჲსათჳს უკუე არა იქმ კეთილსა საშჯელსა გამოწულილვით? რამეთუ თქუეს მათ, ვითარმედ: ბოროტისმოქმედი არს. ჰკითხე, თუ რაჲ ბოროტი მიქმნიეს? გარნა ამას არა იქმ, არამედ ამაოდ მიზეზთა ჰკრებ. „თავით შენით იტყჳა ამას, ანუ სხუათა გითხრეს?“ რამეთუ მას ვერ ეძლო თქუმად, თუ: აწ მითხრეს, არამედ ოდენ შეუდგა ზრახვასა მას ერისასა, რომელი ასმიოდა პირველ, ვითარმედ: „მომცესო ჴელთა ჩემთა. რაჲ გიქმნიეს?“ ხოლო უფალმან ჰრქუა:
იოანეს სახარება 18:35
34. იესომ მიუგო: შენ თვითონ ამბობ მაგას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?35. მიუგო პილატემ: განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. მაინც რა ჩაიდინე?36. მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური.
იოანეს სახარება თავი 18