თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ადამ მუნ დაეფლა, და უფალმან იესუ, სადა-იგი სიკუდილმან მიიღო დასაბამი თჳსისა მეუფებისაჲ, მუნ აღჰმართა თჳსი საძლეველი ქრისტემან, რამეთუ სა-ძლეველი ეკიდა ჯუარი ეშმაკისა მიმართ. ხოლო ჯუარს-აცუეს იგი შორის ავაზაკთა, ; ; ; რაჲთამცა უნებლიაჲთ აქაცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულეს, რამეთუ ესე თქუა დასაბამითგან წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: „უშჯულოთა თანა შეირაცხა“. ; და ენება ეშმაკსა, რაჲთამცა ამით საქმითა დაფარა საქმჱ იგი, არამედ ვერ ეძლო, რამეთუ ჯუარსეცუნეს სამნი, ხოლო გამობრწყინდა მხოლოჲ იესუ, რაჲთა სცნა, ვითარმედ მისმან ძალმან ქმნა ყოველივე; რამეთუ რაჟამს სამნივე ეკიდნეს ძელსა, მაშინ იქმნებოდეს სასწაულნი იგი, არამედ არავინ მიაჩემა სხუასა ვის ერთიცა საკჳრველი, გარნა უფალსა. ესრეთ ამაო იქმნა...
17. თან მიჰქონდა თავისი ჯვარი, და მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია თხემისა, ხოლო ებრაულად - გოლგოთა,18. სადაც ჯვარს აცვეს იგი, და მასთან ერთად ორი სხვაც, აქეთ და იქით, ხოლო შუაში იესო.19. დაწერა წარწერა პილატემ და ჯვარზე გააკრა; ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე.
იოანეს სახარება თავი 19