მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 19:26

25. იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი.26. ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე!27. მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი.
იოანეს სახარება თავი 19
26. ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე!
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დედაკაცო, აჰა ძჱ შენი! მერმე ჰრქუა მოწაფესა მას: აჰა დედაჲ შენი!“ (19,26-27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა პატივი იგი! რაბამითა პატივითა პატივ-სცა მოწაფესა მას, რამეთუ ვინაჲთგან წარვიდოდა, ნაცვალად თჳსა მოწაფესა შეჰვედრა და ჰრქუა: „აჰა დედაჲ შენი!“ რომლისათჳსცა „წარიყვანა მან თჳსთა თანა“. ხოლო ესე ქმნა, რაჲთამცა გუასწავა უფროჲს ყოვლისა მშობელთათჳს ზრუნვაჲ. ხოლო უკუეთუ სულისა სარგებელსა დაგჳხრწევდენ, არა ჯერ-არს მათი შერაცხაჲ, და უკუეთუ არა გუავნებდენ სულსა, უფროჲს ყოვლისა მათი ჯერ-არს ზრუნვაჲ.

სიტყვა დღესა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა მიძინებისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ოდეს კაცი ვინმე გარდაიცვლება ქვეყანაზე, მაშინ ყოველნი მისნი მახლობელნი, მცნობელნი და მონათესავენი სტირიან და სწუხან; ხოლო დღესა გარდაცვალებისასა დიდხანს იხსენებენ გლოვითა და მწუხარებითა. გარნა ჩვენ ქრისტიანენი, სიხარულითა და დღესასწაულობითა ვიხსენებთ დღეს მიძინებასა, ანუ მიცავლებასა ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობელისასა. რას ნიჰშნავს ეს უჩვეულო განწესება წმიდის ეკკლესიისა? ნაცვლად ჩვეულებრივისა ტირილისა და მწუხარებისა, რისთვის გვიხარიან და ვდღესასწაულობთ ჩვენ დღესა ყოვლადწმიდის გარდაცვალებისასა? მისთვის, რომელ მიძინება, ანუ გარდაცვალება ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობლისა არ იყო მსგავსი გარდაცვალებისა სხვათა კაცთასა. რისთვის ვსწუხვართ და ვსტირით ჩვენ, როდესაც გარდაიცვლება კაცი ვინმე? მისთვის, რომელ მოგვაკლდება მისი ხილვა, მასთან მუსაიფობა; მონათესავეთა მისთა მოაკლდება მისგან ნუგეში; რომელნი შრომითა მისითა იზრდებოდენ, მათ მოაკლდებათ საზრდო; ერთი სიტყვით, სიკვდილი ერთისა კაცისა არის დიდი მოკლება მრავალთა სხვათა კაცთათვის. გარნა არა ესრეთი იყო მიცვალება ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობლისა. მიძინებითა მისითა არა თუ მოაკლდა რაიმე მახლობელთა მისთა და სოფელსა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის