თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა პატივი იგი! რაბამითა პატივითა პატივ-სცა მოწაფესა მას, რამეთუ ვინაჲთგან წარვიდოდა, ნაცვალად თჳსა მოწაფესა შეჰვედრა და ჰრქუა: „აჰა დედაჲ შენი!“ რომლისათჳსცა „წარიყვანა მან თჳსთა თანა“. ხოლო ესე ქმნა, რაჲთამცა გუასწავა უფროჲს ყოვლისა მშობელთათჳს ზრუნვაჲ. ხოლო უკუეთუ სულისა სარგებელსა დაგჳხრწევდენ, არა ჯერ-არს მათი შერაცხაჲ, და უკუეთუ არა გუავნებდენ სულსა, უფროჲს ყოვლისა მათი ჯერ-არს ზრუნვაჲ.
იოანეს სახარება 19:27
26. ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე!27. მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი.28. შემდგომ ამისა, რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია.
იოანეს სახარება თავი 19