მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 19:28

27. მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი.28. შემდგომ ამისა, რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია.29. იქვე იდგა ძმრით სავსე ჭურჭელი. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი უსუპს წამოაცვეს და პირთან მიუტანეს.
იოანეს სახარება თავი 19
28. შემდგომ ამისა, რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღესრულა, და რაჲთა აღესრულოს წერილი, თქუა: მწყურის“ (19,28).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილა, რამეთუ ყოველივე განგებულებაჲ მისი აღესრულა, რამეთუ მისსა ჴელმწიფებასა შინა იყო სიკუდილი და არასიკუდილი. და ამისთჳს, ვიდრემდის აღესრულა ჟამი, არა ინება სიკუდილისა გემოჲსხილვაჲ. ხოლო თქუა, ვითარმედ: „მწყურის“, რაჲთამცა იგიცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულა. ხოლო შენ მათი ბილწებაჲ იხილე, რამეთუ დაღაცათუ ბევრეულნი მტერნი გუესხნენ და ვიხილნეთ იგინი სიკუდილსა შინა, მოვდრკებით, ხოლო იგინი არავე მოდრკეს ყოველსა მას ზედა, არამედ უფროჲსად განფიცხნებოდეს და კიცხევასა განადიდებდეს; და ძმარსა ღრუბლითა მიუპყრობდეს და უსუპი ლერწამსა ზედა დადვეს და ესრეთ მიუპყრეს, ; რამეთუ თჳთცა არა ენება შეხებაჲ მისი, ვითარცა ბოროტისა რაჲსამე, არამედ ლერწმითა და უსუპითა მიუპყრობდეს, ხოლო თავადმან მიიღო რაჲ ძმარი იგი, თქუა: „აღსრულებულ არს წერილი“ (19,30). ჰხედავა, ვითარ ყოველსავე ჴელმწიფებით იქმს? და შემდგომიცა ისმინე, ვითარ, იხილა რაჲ, რამეთუ ყოველი წერილი აღსრულებულ იყო, „მიიდრიკა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის