მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 2:20

19. ხოლო იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.20. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?21. მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს.
იოანეს სახარება თავი 2
20. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამსა დღესა შინა აღაშენოა ეგე?“ (2,20).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ორმეოცდაექუსსა წელსა უკუანაჲსკნელისა მის აღშენებისათჳს იტყოდეს, რამეთუ პირველი ოც წელ სრულ იქმნა. ხოლო უფალმან რაჲსათჳს არა გამოაცხადა იგავი იგი და თქუა, ვითარმედ: ჴორცთა ჩემთათჳს ვიტყჳ და არა ტაძრისათჳს, არამედ დაიდუმა? რამე-თუ იცოდა, ვითარმედ არა შეიწყნარებდეს სიტყუასა მას ურწმუნოებისა მათისაგან, რამეთუ, ერთად, აღდგომაჲ ურწმუნოდ აქუნდა, და მერმე, ესეცა არავე ჰრწმენა, თუ ღმერთ არს იგი, რომელ-ესე ორივე მოასწავა უფალმან ერთითა მით სიტყჳთა, რომელ თქუა, ვითარმედ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამე დღესა აღვაშენო ესე”. რამეთუ ითხოვეს რაჲ მათ სასწაული, ესე ჰრქუა მათ უფალმან ამისთჳს, რამეთუ არარაჲ იყო სხუაჲ ესრეთ გამომაჩინებელ, ვითარმედ არა ლიტონი კაცი არს, ვითარ ესე, რომელ სიკუდილსა ესრეთ მძლე ექმნა და მძლავრებაჲ მისი და მძიმე იგი ბრძოლაჲ მისი ესრეთ კეთილად დაჰჴსნა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ, მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ“; რა-ჟამს-იგი აღვდგე და ყოველი სოფელი ჩემდა მოვიზიდო, მაშინ სცნათ, ვითარმედ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 126-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის შეწევნა და ადამიანური შრომა:

...ვადასხვა მხრიდან ესხმოდა თავს და საქმეს უშლიდა, რადგან იუდეველთა კეთილდღეობის შურდათ და მათი წარმატებისა ეშინოდათ; შემდეგ, როცა ეს ხდებოდა, დრო ილეოდა და იმდენი დრო დაიხარჯა, რომ ტაძრის მშენებლობაში ორმოცზე მეტი წელი გავიდა; ამის საჩვენებლად თვით იუდეველებიც ამბობდნენ: „ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე“ (), არა სოლომონის პირველ მშენებლობაზე ამბობდნენ ამას, არამედ ამ შემდგომზე, სპარსელთაგან გათავისუფლების შემდეგ მომხდარზე. ამიტომ, ვინაიდან დიდი დრო იხარჯებოდა ტაძრისა, ქალაქისა და გალავნების შენებაში, წინასწარმეტყველი, რომელიც მათ კვლავ ღმერთთან შეხიზვნას ასწავლიდა, ამას გადმოსცემს და აჩვენებს, რომ ყველაფერი ფუჭად და ამაოდ ხდება, თუ ღვთისაგან მომავალი შეწევნა არ მოიზიდეს. რადგან არა მხოლოდ ტყვეობიდან გათავისუფლება, არამედ გათავისუფლების შემდეგ გალავნის აღდგენაც შეუძლებელია ღვთის შეწევნის გარეშე. და რას ვამბობ გალავნების აღდგენასა და ქალაქის აშენებაზე?

მაგრამ გაკეთებულსა და დასრულებულსაც კი ვერავინ დაიცავდა, თუ იმ თანადგომას მოკლებული იქნებოდა. ამას...

სრულად ნახვა