მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 2:22

21. მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს.22. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც.23. იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა იწამა მისი სახელი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი.
იოანეს სახარება თავი 2
22. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი მისი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?“ (26,51-54).:

...გზის ქმნის ესე: ოდეს ვერ გულისჴმა-ყვიან სიტყუაჲ მისი, თანაწარჰჴდის, რაჲთა საქმემან გულისჴმა-უყოს. ვითარცა-იგი ოდეს თქუა: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშენო“, და მაშინ ვერ გულისჴმა-ყვეს, ხოლო ოდეს იგი აღდგა მკუდრეთით, მოეჴსენა, ვითარმედ ამისთჳს იტყოდა, ეგრეთვე აწ ზედამოსლვასა მას იუდაჲსსა და ჰურიათასა მოასწავებდა მახჳლისა ჴსენებითა, და მათ ვერ გულისჴმა-ყვეს.

ხოლო ვინაჲ აქუნდა მახჳლი მათ, ანუ რაჲ იყო მახჳლი იგი? დანაკები იყო, რომელ-იგი აქუნდა კრავისა მისთჳს პასექისა, რომელსა აღასრულებდეს წესისა მისებრ შჯულისა; და ესმა რაჲ ზედამოსლვაჲ იგი, აღიღეს ესე დანაკები, რაჲთა ჰბრძოდინ მოძღურისა თჳსისათჳს, სიყუარულისა მისთჳს, რომელ აქუნდა მისა მიმართ. იგი იჴადა პეტრე და სცა მონასა მას, ხოლო უფალმან აბრალა ფრიად და არა შეუნდო ვნებად მისა, არამედ მყის განკურნა საკჳრველად და გამოაჩინა ძალიცა თჳსი და სახიერებაჲ.

ეგრეთვე პეტრე აჩუენა სიყუარულიცა თჳსი და მორჩილებაჲცა, რამეთუ ჰბრძოდა მჴურვალედ უფლისათჳს, ხოლო უბრძანა რაჲ უფალმან მიქცევად მახჳლი ადგილსავე თჳსსა, ქმნა ბრძანებაჲ მისი.

„რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღეს მახჳლი, მახჳლითა მოსწყდენო“. ესე მათთჳს თქუა, რომელნი მოვიდეს მას ზედა მახჳლითა....

სრულად ნახვა