მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 2:23

22. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც.23. იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა იწამა მისი სახელი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი.24. მაგრამ თვით იესოს კი არ სწამდა მათი, ვინაიდან კარგად იცნობდა ყველას.
იოანეს სახარება თავი 2
23. იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა იწამა მისი სახელი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იყო იერუსალჱმს პასექსა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა მისი“ (2,23).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: მაშინდელნი იგი კაცნი რომელნიმე საცთურსა მიქცეულ იყვნეს, და რომელნიმე ჭეშმარიტებასა უსმენდეს, და მათგანნი რომელნიმე მოიქცეოდეს და კუალად დაეცემოდეს, რომელნიცა ქრისტემან თჳთოსახესა ქუეყანასა მიამსგავსნა: რომელნიმე - კლდოვანსა, და რო მელნიმე - ეკლოვანსა, და რომელნიმე - კეთილსა ქუეყანასა. (შდრ. მათ. 13,5-8, 20-23); (მარკ. 4,5-8,16-20); (ლუკ. 8,6-8,13-15) და ამას მოასწავებს მახარებელი და იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს იყო იერუსალჱმს, მრავალთა ჰრწმენა მისი, ჰხედვიდეს რაჲ სასწაულთა მისთა, რომელთა იქმოდა. ხოლო თჳთ იესუ არა არწმუნებდა მათ თავსა თჳსსა“ (2,23-24), რამეთუ მოწაფენი ჭეშმარიტნი იგინი იყვნეს, რომელნი არა სასწაულთაგან, არამედ სწავლისა მიერ მოიქცეოდეს და შეუდგეს მას; ხოლო ზრქელთარე სასწაულნი მოაქცევენ, და გულისხმისმყოფელთარე - სწავლანი; და რომელნიცა სწავლისა მიერ მოიქცეს, იგინი სასწაულთა მიერ უმეტესად განმტკიცნებოდეს, რომელთაცა ჰნატრიდა ქრისტე, ვი-თარმედ: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“. ხოლო იგინი, რომელთა აწ ჰრწმენა, არა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის