თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ცუდად თქუა, ვითარმედ: „მსგავსად განწმედისა მის ჰურიათაჲსა“, არამედ რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: საღჳნენი სამე იყვნეს სარწყულნი იგი, და თხლჱ დაშთომილ იყო. და შე-რაჲ-ვიდა წყალი თხლესა მას, აღერია და იქმნა ღჳნო. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მსგავსად განწმედისა მის“, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არაოდეს ყოფილ იყო მათ შორის ღჳნოჲ, არამედ აქუნდა იგი მუნ სავსებით წყლი-თა განწმედისათჳს მათისა. ხოლო რად არა ქმნა სასწაული იგი პირველ აღვსებისა მათისა წყლითა, რომელ-იგი უფროჲსად საკჳრველ იყო? რამეთუ სხუაჲ არს ნივთისა ერთისაჲ სხუად ნივთად შეცვალებაჲ, და კუალად სხუაჲ არს ყოვლადვე არაარსისა არსად მოყვანებაჲ. არამედ დაღაცათუ უსაკჳრველჱს იყო საქმჱ იგი, გარნა მრავალთამცა უცნებად შეერაცხა საქმჱ იგი, ამისთჳს მსახურთა უბრძანა აღვსებაჲ, რაჲთა იგინი თჳთ მოწამე იყვნენ, ვითარმედ წყალი იყო მუნ შთასხმული იგი, და კუალად, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ იგივე არს, რომელი ვაზსა შინა წყალსა ღჳნოდ გარდასცვალებს და წჳმისაგან მოსრულსა მას ნივთსა შესცვალებს ღჳნოდ. ამისთჳს ესე ქმნა, რამეთუ რაჲ-იგი მუნ მრავალ ჟამ იქმნების, ქორწილსა მას მეყსა შინა ქმნა იგი.
იოანეს სახარება 2:7
6. იყო იქ ექვსი ქვის კასრი, იუდეველთა განწმენდის ჩვეულებისამებრ დადგმული, რომლებშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო.7. უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს პირთამდე.8. კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს.
იოანეს სახარება თავი 2