თ ა რ გ მ ა ნ ი: უბრძანა, რაჲთა პურისა უფალსა მოართუან, რომელიიგი არა მთრვალ იყო, არამედ ფრთხილ, რაჲთა მის მიერ და სიძისა მიერ გულისხმა იქმნეს საქმჱ იგი და ცხად, რაჟამს იხილეს გემოჲ ღჳნისაჲ მის ესრეთ კეთილისაჲ; რამეთუ ესევითარნი იყვნეს ქრისტეს სასწაულნი, ფრიად უაღრესნი ბუნებითთანი, და რაჟამს-იგი ასოჲ უძლური განკურნის, უშუენიერეს მრთელისა მის ყვის იგი, და აქაცა პურისა უფალი და სიძჱ მოწამე იყვნეს სიკეთესა მას ღჳნისასა. ხოლო თუ ქრისტეს მიერ იქმნა წყალი ესევითარად ღჳნოდ, მსახურნი იყვნეს მოწამე, რომელთა აღავსნეს სარწყულნი იგი წყლითა.
იოანეს სახარება 2:9
8. კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს.9. როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს.10. და უთხრა: ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს; შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს.
იოანეს სახარება თავი 2