მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 2:8

7. უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს პირთამდე.8. კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს.9. როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს.
იოანეს სახარება თავი 2
8. კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ჰრქუა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართუთ პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართუეს. და ვითარცა გემოჲ იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღჳნო იქმნა, და არა იცოდა, თუ ვინაჲ იქმნა, ხოლო მსახურთა მათ იცოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა, მოუწოდა სიძესა მას პურისა უფალმან და ჰრქუა მას: ყოველმან კაცმან ღჳნოჲ კეთილი პირველად წარმოდგის, და ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერჱსიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი აქამომდე“ (2,8-10).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: უბრძანა, რაჲთა პურისა უფალსა მოართუან, რომელიიგი არა მთრვალ იყო, არამედ ფრთხილ, რაჲთა მის მიერ და სიძისა მიერ გულისხმა იქმნეს საქმჱ იგი და ცხად, რაჟამს იხილეს გემოჲ ღჳნისაჲ მის ესრეთ კეთილისაჲ; რამეთუ ესევითარნი იყვნეს ქრისტეს სასწაულნი, ფრიად უაღრესნი ბუნებითთანი, და რაჟამს-იგი ასოჲ უძლური განკურნის, უშუენიერეს მრთელისა მის ყვის იგი, და აქაცა პურისა უფალი და სიძჱ მოწამე იყვნეს სიკეთესა მას ღჳნისასა. ხოლო თუ ქრისტეს მიერ იქმნა წყალი ესევითარად ღჳნოდ, მსახურნი იყვნეს მოწამე, რომელთა აღავსნეს სარწყულნი იგი წყლითა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის