თ ა რ გ მ ა ნ ი: მიუთხრა მათ სახჱ და სიტყუანი მისნი და ვითარ იხილა, ხოლო ვინაჲთგან ესმა მოწაფეთა, ანუ ურწმუნოებაჲ ეგულებოდა მისი, ანუ შეწუხებაჲ, რამეთუ არა ღირს-ყვნა იგინი ხილვასა თჳსსა, რომელთადა აღეთქუა ხილვაჲ შემდგომად აღდგომისა. ამისთჳს, რაჲთა არა წუხდენ, ვითარცა შემწუხრდა, ეჩუენა მათ დიდითა საკჳრველებითა კართა ჴშულთა, და მწუხრი ამისთჳს, რამეთუ უფროჲსად მწუხრსა იყო საკჳრველ, და რამეთუ მწუხარებაჲცა მწუხარეთაჲ ღამით უფროჲსად განმრავლდების, ხოლო დღისი კარნი ღია იყვნეს, და ამისთჳს მწუხრსა წარმოუდგა კართა ჴშულთა შინა მსხდომარეთა. და არა კარსა დაჰრეკა, არცა ამბოხებაჲ ქმნა, არამედ მეყსა შინა წარმოუდგა და უჩუენნა ჴელნი და გუერდი და სიტყჳთაცა დააწყნარა შეშფოთებული გონებაჲ მათი, ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ ; ესე იგი არს, ვი-თარმედ: ნუ შეშფოთნებით, და მოაჴსენა სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ“, <span...
იოანეს სახარება 20:18
17. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან.18. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!
იოანეს სახარება თავი 20