თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან სხუათა მათ მახარებელთასა ამან უმცრო თქუა, იტყჳს აწ, ვითარმედ სხუათაცა არა უთქუამს ყოველი, არამედ მცირედი თქუეს, რაოდენი ოდენ კმა იყო სარწმუნოებისა მოყვანებად კაცთა, უკუეთუ არა, არცამცა სოფელსა შინა დაეტია წიგნები იგი; ; (21,25) არამედ ესე ვთქუთ, და უკუეთუ ვინ ესე ყოველი ირწმუნოს, სხუაჲ არად საჴმარ არს მისა; უკუეთუ ესე არა ირწმუნოს, მას დაღაცათუ სხუაჲ ესმეს, არავე ჰრწმენეს. ხოლო აქა ამათ სასწაულთა იტყჳს აღდგომისა შემდგომად ქმნილთა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „წინაშე მოწაფეთა მისთა“ (20,30). და ვითარცა პირველ ჯუარს-ცუმისა ჯერ-იყვნეს სასწაულნი, რაჲთამცა ჰრწმენა, ვითარმედ ძჱ ღმრთისაჲ არს, ეგრეთვე შემდგომად აღდგომისა ჯერ-იყო ქმნაჲ სასწაულთაჲ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ აღდგა.
იოანეს სახარება 20:30
29. უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს.30. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში.31. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.
იოანეს სახარება თავი 20