მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 21:22

21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა?22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ.23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?
იოანეს სახარება თავი 21
22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ არს?“ (21,22).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან პეტრე ფრიადისა სიყუარულისაგან იტყოდა და არა უნდა მისგან განშორებაჲ, უჩუენებს ქრისტე, ვითარმედ რაზომცა უყუარდეს, მისსა სიყუარულსა ვერ მისწუთების, და ჰრქუა: „უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ?“

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის