თ ა რ გ მ ა ნ ი: „რომელსა ჰრწმენესო“, არა თუ რომელი გამოეძიებდეს ორგულებით. და უკუეთუ ვინ თქუას: და უკუეთუ ვისმე ჰრწმენეს კეთილად, და საქმენი ბოროტნი აქუნდენ, რაჲ ყოფად არს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ესევითართა მათ არცა მორწმუნედ ჭეშმარიტად სახელ-სდებს მოციქული პავლე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „აღიარებენ სიტყჳთ, ხოლო საქმით უარ-ჰყოფენ“ . გარნა მე ამასცა ვიტყჳ, ვი-თარმედ: იტყჳს უფალი, თუ: „რომელსა ჰრწმენეს, არა დაისაჯოს“, ესე იგი არს, ვითარმედ ამის პირისათჳს არა ისაჯოს, ხოლო ბოროტთა მათ საქმეთათჳს მიიღოს უმეტესი საშჯელი; ხოლო ურწმუნოებისათჳს არა ისაჯოს, უკუეთუ მორწმუნე იყოს. ჰხედავა, ვითარ საშინელთა საქმეთაგან იწყო და კუალად საშინელთავე ზედა დაასრულა სიტყუაჲ თჳსი? რამეთუ დაწყებასა სიტყჳსასა იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლითა და სულითა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“; აქა დასასრულსა ზედა იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დაშჯილ არს“. ხოლო ნუ ჰგონებ, თუ დროებაჲ ესე ერგების რას, რომელი არა ინანდეს,...
იოანეს სახარება 3:18
17. რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ.18. ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი.19. სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი.
იოანეს სახარება თავი 3