მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 3:19

18. ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი.19. სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი.20. რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი.
იოანეს სახარება თავი 3
19. სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესე არს საშჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი“ (3,19).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: ამისთჳს დაისაჯებიან კაცნი, რამეთუ ნათელსა დაუტევებენ და ბნელი უყუარს და არა ჰნებავს მისლვაჲ ნათლად, რამეთუ უკუეთუმცა მოსრულ ვიყავ შჯად და არა შენდობად ცოდვათა, აქუნდამცა სიტყუაჲ, თუ: ამისთჳს ურწმუნო ვიქმნენით; ხოლო ვინაჲთგან მოვედ გამოყვანებად ბნელისაგან და მოყვანებად ნათლად, ვინღა შეიწყალოს იგი, რომელსა არა ენებოს ბნელისაგან ნათლად მოსლვაჲ? ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მომიძულეს მე ცუდად“; ; ; (37,20) და ვითარმედ: „უკუეთუმცა არა მოსრულ ვიყავ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა“. რამეთუ რომელსა არა აქუნდეს ნათელი და ამისთჳს ჯდეს ბნელსა შინა, წყალობისა ღირს არს, ხოლო რომელი შემდგომად მოსლვასა ნათლისასა ბნელსა შინა დაადგრეს, არღარა ღირს არს წყალობისა.

ხოლო თქუა მიზეზიცა, რომლისათჳს უყუარს კაცთა ბნელი:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის