თ ა რ გ მ ა ნ ი: „რაბით“ უწოდ მას და „ღმრთისა მიერ მოსრულად“ და არა გრწამსა სიტყუაჲ მისი? არამედ ურწმუნოებისა ამას სახესა და სიტყუასა შემოიღებ შორის, რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: „ვითარ?“ ურწმუნოთაჲ არს. იხილე, ნიკოდემოს ვითარ შეშფოთნა, რამეთუ გულისხმა-ყო, ვითარმედ მისა მიმართ იყო სიტყუაჲ იგი, და დაუკჳრდა და შეძრწუნდა, რამეთუ მისრულ იყო, ვითარცა კაცისა მიმართ, და ესმოდა ყოველივე უზეშთაესი კაცთაჲსაჲ და ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად სიტყუათა მათ. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: შეუძლებელ არს, რაჲთამცა მოიყვანა იესუ სწავლად მისა უსრულესადრე, და იტყჳს:
იოანეს სახარება 3:4
3. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს.4. უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს?5. მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში.
იოანეს სახარება თავი 3