თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედვიდეს მას დამაშურალსა გზისა სლვისაგან და სიცხისა და უნდა ნუგეშინის-ცემის მისა და ეტყოდეს: „რაბი, ჭამე!“ ხოლო ესმა რაჲ ჭამადისათჳს, ხილულსა ჭამადსა გულისხმა-ჰყოფდეს. რაჲ უკუე საკჳრველ არს, უკუეთუ დედაკაცსა მას, ესმოდა რაჲ „წყალი“, ხილული წყალი ეგონა, ვინაჲთგან მოწაფეთაცა ხილული ჭამადი ეგონა? არამედ წესისაებრ მოწაფეთაჲსა ერიდებოდეს კითხვად და ურთიერთას გამოეძიებდეს. ამისთჳს ხოლო გულთმეცნიერმან უფალმან ჰრქუა მათ:
იოანეს სახარება 4:32
31. ხოლო ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს: რაბი, ჭამე!32. იესომ კი მიუგო მათ: მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით.33. მოწაფეებმა ერთმანეთს უთხრეს: ვინმემ ხომ არ მოართვა საჭმელი?
იოანეს სახარება თავი 4