თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედვიდეს მას დამაშურალსა გზისა სლვისაგან და სიცხისა და უნდა ნუგეშინის-ცემის მისა და ეტყოდეს: „რაბი, ჭამე!“ ხოლო ესმა რაჲ ჭამადისათჳს, ხილულსა ჭამადსა გულისხმა-ჰყოფდეს. რაჲ უკუე საკჳრველ არს, უკუეთუ დედაკაცსა მას, ესმოდა რაჲ „წყალი“, ხილული წყალი ეგონა, ვინაჲთგან მოწაფეთაცა ხილული ჭამადი ეგონა? არამედ წესისაებრ მოწაფეთაჲსა ერიდებოდეს კითხვად და ურთიერთას გამოეძიებდეს. ამისთჳს ხოლო გულთმეცნიერმან უფალმან ჰრქუა მათ:
იოანეს სახარება 4:33
32. იესომ კი მიუგო მათ: მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით.33. მოწაფეებმა ერთმანეთს უთხრეს: ვინმემ ხომ არ მოართვა საჭმელი?34. უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.
იოანეს სახარება თავი 4