მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 4:45

44. ვინაიდან თვით იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს პატივი არა აქვს თავის მამულში.45. გალილეაში რომ მივიდა, იქაურებმა მიიღეს იგი, რადგანაც ყველაფერი ეხილათ, რაც დღესასწაულზე მოიმოქმედა იერუსალიმში, ვინაიდან თვითონაც ესწრებოდნენ დღესასწაულს.46. ამრიგად, კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც ღვინოდ აქცია წყალი. და იყო იქ ერთი კარისკაცი, ვისაც ძე ავად გახდომოდა კაპერნაუმში.
იოანეს სახარება თავი 4
45. გალილეაში რომ მივიდა, იქაურებმა მიიღეს იგი, რადგანაც ყველაფერი ეხილათ, რაც დღესასწაულზე მოიმოქმედა იერუსალიმში, ვინაიდან თვითონაც ესწრებოდნენ დღესასწაულს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ოდეს მოვიდა იგი გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ექმნა იესუს დღესასწაულსა მას იერუსალჱმს, და იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას“ (4,45).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ რომელნი შეურაცხად აქუნდეს ფარისეველთა და მწიგნობართა, იგინი უფროჲსად მოიქცეოდეს? რამეთუ გალილეაჲსათჳს იტყოდეს, ვითარმედ: „გალილეაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“; და სამარიტელნი კუალად საძაგელად აქუნდეს, ვიდრეღა, აგინებდეს რაჲ, ეტყოდეს, ვითარმედ: „სამარიტელ ხარ შენ“. და აჰა ესერა სამარიტელთაცა და გალილეველთა ჰრწმენა უფალი სირცხჳლად და საყუედრელად ჰურიათა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის