თ ა რ გ მ ა ნ ი: რადღა სწერია ამას ადგილსა ესე, თუ: „თჳსსა მამულსა პატივი არა აქუს“? გარნა ამისთჳს, რამეთუ ამას ადგილსა მამულად კაფარნაუმსა იტყჳს, და რაჲთა არავინ თქუას, თუ: რად დაადგრა სამარიტელთა თანა და კაფარნაუმს თანაწარჰჴდა? - ამისთჳს იტყჳს ამას, რაჲთა სცნა, ვითარმედ სხჳსა არარაჲსათჳს ქმნა ესე, გარნა რამეთუ ურწმუნო იყვნეს იგინი და არა ისმენდეს მისსა. ამისთჳს არა წარვიდა მუნ, რაჲთა არა უმეტეს იყოს მათ ზედა საშჯელი.
იოანეს სახარება 4:44
43. ხოლო ორი დღის შემდეგ გამოვიდა იქიდან და გალილეას გაემართა.44. ვინაიდან თვით იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს პატივი არა აქვს თავის მამულში.45. გალილეაში რომ მივიდა, იქაურებმა მიიღეს იგი, რადგანაც ყველაფერი ეხილათ, რაც დღესასწაულზე მოიმოქმედა იერუსალიმში, ვინაიდან თვითონაც ესწრებოდნენ დღესასწაულს.
იოანეს სახარება თავი 4