თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს, რომელ აღდგომასა და საშჯელსა ამას ადგილსა ზე და ქუე აქცევს? ამისთჳს, რომელ ესე სიტყუანი უფროჲს ყოვლისა მოაქცევენ გონებასა, რამეთუ რომელსა ესე ჰრწმენეს, შეშინდების და ისწრაფის, რაჲთა დაიმშჳდოს მსაჯული იგი.
იოანეს სახარება 5:27
26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე.28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას.
იოანეს სახარება თავი 5