თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲთა ვერ თქუან, ვითარმედ: მან თქუა, ხოლო ჩუენ არა შევიწყნარეთ სიტყუაჲ მისი, და გამოაჩინებს, ვითარმედ შეიწყნარნეს სიტყუანი მისნი და განიხარეს სიტყუათა მისთა ზედა. ესრეთ საკჳრველად აქუნდა იგი და სიტყუათა მისთა არა წინააღუდგებოდეს. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ჟამ ერთ“, ამისთჳს თქუა, რაჲთა მათისა გონებისა სისუბუქჱ გამოაჩინოს, ვითარმედ ადრე განეშორნეს მასცა.
იოანეს სახარება 5:35
34. თუმცა მე კაცისაგან როდი ვიღებ მოწმობას, არამედ იმიტომ ვამბობ ამას, რათა გადარჩეთ.35. ის იყო სანთელი, რომელიც იწვის და ანათებს, თქვენ კი ისურვეთ ერთხანს გეხარათ მისი სინათლით.36. ხოლო მე უკეთესი მოწმობა მაქვს, ვიდრე მოწმობა იოანესი: საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული.
იოანეს სახარება თავი 5