მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 5:38

37. ასე რომ, მამამ, რომელმაც მომავლინა, თვითონვე იმოწმა ჩემთვის. თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე და არც ხატება გიხილავთ მისი.38. და მისი სიტყვა ვერ დაემკვიდრა თქვენში, ვინაიდან არ გწამთ მის მიერ მოვლინებული.39. წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის.
იოანეს სახარება თავი 5
38. და მისი სიტყვა ვერ დაემკვიდრა თქვენში, ვინაიდან არ გწამთ მის მიერ მოვლინებული.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სიტყუაჲ მისი არა არს თქუენ თანა დადგრომილ“ (5,38).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, შჯული და წინაჲსწარმეტყუელებანი ყოველნიო, დაღაცათუ ღმერთმან ბრძანნა იგინი, გარნა თქუენ თანა არაჲ დადგრომილ არს მათგანი, ვინაჲთგან ჩემი არა გრწამს. რამეთუ უკუეთუ წერილნი ყოველნი ჩემთჳს ქადაგებენ, და თქუენ მე არა გრწამ, არარაჲ სამე დადგრომილ არს მათგანი თქუენ თანა. ამისთჳსცა შესძინა და თქუა:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის