თ ა რ გ მ ა ნ ი: და სადა წამა მისთჳს მამამან? ერთად, იორდანეს, ვი-თარმედ: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“. ; ; ; არამედ ჯერიყო, რაჲთამცა გამოაჩინა იგი, რამეთუ იოვანჱს წამებაჲ ყოველთა მიერ საცნაურ იყო და ვერ უარ-ჰყოფდეს, და კუალად სასწაულნი, უფლისა მიერ ქმნილნი, იგინიცა ცხად იყვნეს და ვერ უარ-ჰყოფდეს. ხოლო ჯერიყო, რაჲთა მამისაცა წამებაჲ გამოაჩინოს და სარწმუნო-ყოს, და ამისი ენება უფალსა ქმნაჲ. ამისთჳს თქუა:
იოანეს სახარება 5:37
36. ხოლო მე უკეთესი მოწმობა მაქვს, ვიდრე მოწმობა იოანესი: საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული.37. ასე რომ, მამამ, რომელმაც მომავლინა, თვითონვე იმოწმა ჩემთვის. თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე და არც ხატება გიხილავთ მისი.38. და მისი სიტყვა ვერ დაემკვიდრა თქვენში, ვინაიდან არ გწამთ მის მიერ მოვლინებული.
იოანეს სახარება თავი 5