მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 5:6

5. იყო იქ კაცი, რომელიც ოცდათვრამეტ წელიწადს იტანჯებოდა თავისი სენით.6. როცა იესომ მწოლარე იხილა იგი, მიხვდა, რომ დიდი ხანია ამ დღეში იყო, და უთხრა: გინდა განიკურნო?7. ხოლო სნეულმა მიუგო: უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ძვრისას ჩამიშვას აუზში; ვიდრე მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას.
იოანეს სახარება თავი 5
6. როცა იესომ მწოლარე იხილა იგი, მიხვდა, რომ დიდი ხანია ამ დღეში იყო, და უთხრა: გინდა განიკურნო?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო? ჰრქუა მას უძლურმან მან: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა რაჟამს აღიმრღუეს წყალი ესე, და შთამაგდომცა საბანელსა მას“ (5,6-7).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს წმიდათა წერილთაგან სარგებელი, და თჳთოსახეთა წამალთა საუნჯე არიან საღმრთონი სიტყუანი, გინა თუ ზუაობისა წამალსა ეძიებდე, ანუ თუ გულისთქუმისა, ანუ ვეცხლისმოყუარებისა, ანუ მწუხარებისა, ყოველივე მათ შინა იპოვების. რამეთუ ვინმცა იყო შეჭირვებული ანუ სიგლახაკისაგან, ანუ გრძელისა სნეულებისა, და აღმოიკითხამცა წინამდებარჱ ესე სიტყუაჲ, არამცა ნუგეშინის-ეცა? რამეთუ ოცდაათრვამეტსა წელსა იყო სენსა მას შინა, და რაჲ წელ ჰხედვიდა სხუათა კურნებასა, და იგი არა უსასო იქმნა და არცა წარვიდა. ისმინე სიტყუაჲ მისი, ვითარ არარაჲ თქუა დრტჳნვით, არცა რისხვით, არამედ სიმშჳდით მიუგო, და არცაღა იცოდა, თუ ვინ არს, რომელი ეტყჳს მას, ანუ თუ განკურნებაჲ მისი ეგულების. ხოლო ისმინე, თუ რაჲ ჰრქუა უფალმან:

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსა ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გე-შინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (9,1-2).:

...ა მას იერუსალჱმისასა მდებარე იყო, ხოლო ესე - კაპერნაუმს; მას ოცდაათრვამეტი წელი აქუნდა, ხოლო ამისთჳს ესევითარი არარაჲ თქუმულ არს. მას მსახური არა ჰყვა, ხოლო ამას ჰყვეს მოღუაწენი, რომელთაცა ეტჳრთა იგი, და მოიყვანეს უფლისა; ამას ჰრქუა: „შვილო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“, ხოლო მას ეტყოდა: „გნებავსა, რაჲ-თა განიკურნო?“ იგი განკურნა შაფათსა შინა, ხოლო ესე არა შაფათსა შინა ქმნა; უკუეთუ არა, აქაცამცა ებრალა ჰურიათა. ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ ერთისათჳს იტყოდეს მათე და იოვანე, და შეცვალებისა მისთჳს თქუმულთაჲსა შეჰრაცხონ ცილობად სიტყუაჲ მათი; არამედ უწყოდინ, ვითარმედ მათე და მარკოზ და ლუკა ერთისა ამისთჳს წარმოიტყჳან, ხოლო რომელი-იგი იოვანეს სახარებასა შინა წერილ არს, სხუაჲ არს და არა ესე.

გულისჴმა-ყავთ უკუე სიმდაბლე მეუფისაჲ და სახიერებაჲ, რამეთუ პირველ, იხილა რაჲ შეკრებაჲ ერისა მის ფრიადისაჲ, წიაღვლო მიერ; მერმე, ჰრქუეს რაჲ გერგესეველთა მათ წარსლვად საზღვართაგან მათთა, წარვიდა სახიერებით და არარას წინააღუდგა; და ენება რაჲ წიაღსლვაჲ ზღჳსაჲ მის, ნავად აღვიდა, რომელსა ეძლო ფრჴივცა წიაღსლვაჲ. რამე-თუ არა უნდა მარადის უაღრეს ბუნებისა კაცთაჲსა ქმნად საკჳრველებისა, რაჲთა არა ბუნებაჲ იგი ჴორცთაჲ არაჭეშმარიტად შეჰრაცხონ.

ხოლო გა...

სრულად ნახვა