13.მათაც აკრიფეს და გაავსეს თორმეტი კალათი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.14.ხოლო ხალხმა, რომელმაც იხილა იესოს მიერ ქმნილი სასწაული, თქვა: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო ქვეყნად.15.იესომ იცოდა, რომ აპირებდნენ მოსვლას და მის შეპყრობას, რათა გაემეფებინათ იგი; ამიტომ კვლავ განმარტოვდა მთაზე.
...ასოებაჲ. და ეგრეთცა არავე დაიდუმა მან, არამედ მრავალთა მხილებისა სიტყუა-თა ეტყოდა, რამეთუ რომელნი-იგი ჭამდეს რაჲ პურთა მათ და წინაჲსწარმეტყუელით ჰხადოდეს მას, აქა დაბრკოლდებიან და ძედ ხუროჲსა უწოდენ. არამედ რაჟამს პურნი იგი მიიხუნეს, არა ესრეთ იქმოდეს მა-შინ, გარნა იტყოდეს, ვითარმედ: „ესე არს წინაჲსწარმეტყუელი“, და ენება მისი მეფობაჲ, ხოლო აქა იჩემებენ განრისხებასა სიტყჳსა მისთჳს, რომელ თქუა, თუ: „ზეცით მოსრულ ვარ“. არამედ ჭეშმარიტი მიზეზი განრისხებისა მათისაჲ არა ესე იყო, გარნა იგი, რომელ არა მოელოდეს ჴორციელისა ტაბლისა ხილვად, რამეთუ უკუეთუმცა ჭეშმარიტად მისთჳს დაბრკოლდებოდეს, უჴმდა კითხვად, თუ ვითარ არს პური ცხორებისაჲ? ანუ ვითარ მოსრულ არს ზეცით? გარნა აწ ამას არა იქმან, არამედ ოდენ დრტჳნვენ. და ვითარმედ არა ესე იყო დამაბრკოლებელ მათა, რომელ თქუა, თუ: „ზეცით მოსრულ ვარ“, ამის მიერ საცნაურ არს, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მიგცემს თქუენ პურსა“, არა ჰრქუეს მას, ვითარმედ: ევედრე, რაჲთა მოგუცეს, არამედ: „მოგუეც პური ესე“; და მას არა ეთქუა, თუ: მე მიგცემ, არამედ: „მამაჲ ჩემი მოგცემსო“.
ხოლო მათ გულისთქუმისა მისთჳს ჭამადისა მის იგი შეჰრაცხეს მომცემელად საზრდელისა მის და შემძლ...