თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ოდეს მათ თანა არნ ქრისტე ჴორციელად, არამედ ოდეს შორსცა არნ, უმჯობესსა განაგებდა. და იხილე, რაჲ ქმნა აქაცა, რამეთუ დაუტევნა მოწაფენი და აღვიდა მთად. და იგინი შთავიდეს ზღუად, შემწუხრდა რაჲ, ხოლო მწუხრადმდე მოელოდეს მას მოსლვად მათა, და ვითარცა არა მოვიდა, არღარა ელოდეს, არამედ იწყეს ძიებად მოძღურისა თჳსისა. ესოდენ აქუნდა სიყუარული მისა მიმართ, რამეთუ არა დაერიდნეს არარას, არამედ აღჴდეს ნავად, რამეთუ ამისთჳს ჟამიცა თქუა მახარებელმან. ხოლო ქრისტემან რაჲსათჳს დაუტევნა იგინი და მერმე კუალად ეჩუენა? ამისთჳს დაუტევნა, რაჲთა სურვილი მათი აღორძნდეს, ხოლო ეჩუენა, რაჲთა ძალი მისი ცნან, რამეთუ ჯერ-იყო, რამეთუ იგინიცამცა ჰხედვიდეს თჳსაგან სასწაულთა მისთა, რომელნი-იგი მოძღუარ სოფლისა ყოფად იყვნეს. ამისთჳს იხილნეს სასწაულნი თჳსაგან: ფერისცვალებაჲ, და ესე აწ ზღუასა ზედა, და შემდგომად აღდგომისა, და სხუანი მრავალნი. ხოლო მოვიდოდეს კაფარნაუმდ ძიებად უფლისა. და იყო მწუხრი, და ზღუაჲ აღძრულ იყო, და იგინი იყვნეს, ვითარ ოცდახუთ უტევან ზღუასა შინა. და იხილეს იგი ზღუასა ზედა მავალად და შეეშინა.
იოანეს სახარება 6:16
15. იესომ იცოდა, რომ აპირებდნენ მოსვლას და მის შეპყრობას, რათა გაემეფებინათ იგი; ამიტომ კვლავ განმარტოვდა მთაზე.16. როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვაზე ჩავიდნენ;17. ნავში ჩასხდნენ და ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ გასწიეს. ჩამობნელდა, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან.
იოანეს სახარება თავი 6