მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 6:31

30. კვლავ უთხრეს მას: რა სასწაულს მოახდენ, რომ ვიხილოთ და გიწამოთ? მაინც რას მოიმოქმედებ?31. ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ზეცით მისცა მათ საზრდოდ პური.32. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური, არამედ მამაჩემი გაძლევთ ზეცით ჭეშმარიტ პურს.
იოანეს სახარება თავი 6
31. ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ზეცით მისცა მათ საზრდოდ პური.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს საქმჱ ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მოავლინა მან. და მათ ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა იქმ, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს? მამანი ჩუენნი ჭამდეს მანანასა უდაბნოსა ზედა“ (6,29-31).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უუგუნურეს მათისა, არცა უპირუტყუჱს, რამეთუ სასწაული იგი ჴელთაღა შინა მათთა იყო, და ვითარმცა არარაჲ ექმნა, ესრეთ ეტყოდეს, ვითარმედ: „რასა სასწაულსა იქმ?“ და ჰკითხეს რაჲ, კითხვისა მისცა, სასწაულისა მის არავე უფალ-ყვეს, არამედ ჰგონებდეს ჭირად შთაგდებასა მისსა, და რაჲთამცა არარაჲ იქმნა სხუაჲ, გარნა ვითარ-იგი იქმნა მამათა ზედა მათთა, ამისთჳსცა ეტყჳან: „მამათა ჩუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოს“, რამეთუ ჰგონებდეს, რაჲთამცა სიტყჳთა ამით დაარწმუნეს მასცა ესევითარისა სასწაულისა ქმნად და სურვილადმცა საქმისა მის მოიყვანეს იგი, რაჲთა გამოზარდნეს იგინი ჴორციელად. რამეთუ რაჲსათჳს არა თქუეს სხუაჲ რაჲმე საკჳრველებათა მათ პირველთაგანი, რომელ-იგი მრავალ არიან, ვითარ იგი საკჳრველნი, რომელ იქმნნეს ეგჳპტეს შინა და კუალად ზღუასა ზედა მეწამულსა, არამედ დაუტევეს ყოველივე და მანანაჲ აჴსენეს? გარნა ამისთჳს, რამეთუ ნაყროვანნი იყვნეს, და რომლისა მიერ იქმნებოდა აღმოვსებაჲ მუცლისაჲ, მას ეძიებდეს, რამეთუ მონა იყვნეს მუცლისა. ანუ ვითარ თქუენ, რომელნი-ეგე წინაჲსწარმეტყუელით ჰხადოდეთ მას, რაჟამს იხილეთ სასწაული იგი და მეფედ გენება დასუმაჲ, აწ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის