თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთვე იოვანეცა ქმნა, პირველ იტყოდა რაჲ, ვი-თარმედ: „რომელი იცის, იტყჳს, და რომელი იხილა, წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს“. და კუალად იგი თავადი იტყჳს, ვითარმედ: „რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და არა გრწამს ჩემი“. ხოლო ამას იქმოდა, რაჲთამცა უჩუენა პირველვე, ვითარმედ ვერარაჲ საქმჱ შემძლებელ არს აღშფოთებად მისა, არცა ჰსურის დიდებისათჳს კაცობრივისა, არცა უმეცარ არს დაფარულთა გონებისათა, არცა ყოფადთა და მომავალთა.
იოანეს სახარება 6:36
35. და უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს.36. მაგრამ აკი გითხარით, რომ მიხილეთ და არ მიწამეთ.37. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა, ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ.
იოანეს სახარება თავი 6