მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 6:56

55. რადგანაც ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი.56. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში.57. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით.
იოანეს სახარება თავი 6
56. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა, ჩემ თანა დადგრომილ არს“ (6,56).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ამას იტყოდა, რაჲთა გულისხმა-გჳყოს, ვითარმედ რომელი მას მიიღებდეს ღირსებით, სრულიად უფალსა შეეერთების, რამეთუ „ჩემ თანა დადგრომილ არსო, და მე მის თანა“ (6,56). ხოლო შემდგომი ამისი ესრეთ ჩანს, თუ შეუწყობელ არს პირველისა სიტყჳსა მიმართ, უკუეთუ ძალი სიტყჳსაჲ არა გულისხმა-ვყოთ. რამეთუ ვი-თარი შეწყობაჲ არს, ანუ რაჲ საქმჱ არსო, რომელ ვინაჲთგან თქუა, თუ: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა, ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა“, და მეყსეულად შესძინა ამას ზედა:

სააღდგომო ეპისტოლე 2020 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:

ქრისტე აღდგა!

დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი... გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, ტყვენი ცოდვისანი განათავისუფლა და მაცხოვნებლად კაცთა გამოჩნდა, - გიხაროდეთ!

მისი ძალის დაფარვა სურდათ და ვერ შეძლეს, მისი სიმართლის დამცირება უნდოდათ და ვერ მოახერხეს, ვერაგობა განიზრახეს და ჭეშმარიტების გამობრწყინვებით გაწბილდნენ (წმ. იოანე მთავარეპისკოპოსი), რადგან

ქრისტე აღდგა!

აქებდით მას მართალნი ქვეყანისანი, - მთავარნი და მსაჯულნი, ჭაბუკნი და ქალწულნი, ძლიერნი და უძლურნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა... ყოველი სული აქებდით უფალსა (; 150,6).

  • რა არის ამ საყოველთაო სიხარულის მიზეზი?

  • ვიცით, რომ შემოქმედისაგან და სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე სამოთხისაგან ჩვენს პირველმშობელთა განდგომამ როგორც...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის