თ ა რ გ მ ა ნ ი: გარნა ფრიადი შეწყობილებაჲ აქუს ამას სიტყუასა, რამეთუ ვინაჲთგან ზემო და ქუემოცა იტყოდა ცხორებისათჳს საუკუნოჲსა და მერმე თქუა, ვითარმედ: „ჩემ თანა დადგრომილ არს“, ამისთჳსცა თქუა შემდგომიცა იგი, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა, ჩემ თანა დადგრომილ არს“, ხოლო მე ცხოველ ვარ, და საცნაურ არს უკუე, ვითარმედ იგიცა ცხოველ იყოს. და მერმე იტყჳს:
იოანეს სახარება 6:57
56. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში.57. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით.58. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს.
იოანეს სახარება თავი 6