მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 6:59

58. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს.59. ესა თქვა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.60. ბევრმა მისმა მოწაფემ ამის გაგონებისას თქვა: მკაცრია ეს სიტყვა; ვის შეუძლია მისი მოსმენა?
იოანეს სახარება თავი 6
59. ესა თქვა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაფარნაუმს“ (6,59).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ყოველი თქუაო კაფარნაუმს, სადა-იგი უმრავლესნი ძალნი იქმნნეს, და ამისთჳს ჯერ-იყო რწმუნებაჲ მათი სიტყუათა მისთაჲ. ხოლო ასწავლიდა შესაკრებელთა შორის და ტაძართა, ერთად ამისთჳს, რაჲთამცა სიმრავლჱ იგი ერისაჲ ისმენდა მისსა და მოიქცეოდესმცა, და კუალად ამისთჳს, რაჲთამცა უჩუენა ყოველთა, ვი-თარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის