მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 6:58

57. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით.58. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს.59. ესა თქვა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.
იოანეს სახარება თავი 6
58. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ და მოსწყდეს, ხოლო რომელი ჭამდეს პურსა ამას, ცხოვნდეს უკუნისამდე“ (6,58).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა მრავალგზის იტყჳს სიტყუასა ამას, რაჲ-თამცა დაამტკიცა ესე გონებათა შინა მათთა, რამეთუ ესე სწავლაჲ იყო უკუანაჲსკნელი ამის პირისათჳს, და დარწმუნებად აღდგომისათჳს და ცხორებისა მის საუკუნოჲსა. ამისთჳსცა აღდგომასა აჴსენებს და ცხორებასა საუკუნესა აღუთქუამს, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა აწ არს ცხორებაჲ იგი, არამედ შემდგომად აღდგომისა ყოფად არს. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, თუ: სადაჲთ საცნაურ არს ესე? ისმინენ ყოველთა წერილთაჲ, რამეთუ ყოველსავე ადგილსა წერილისა მიმართ მიავლენდა მათ და უბრძანებდა მათ მიერ ცნობად ჭეშმარიტებასა. ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „ესე პური ცხორებასა მოსცემს სოფელსა“, ამით სიტყჳთა ენება, რაჲთამცა შურად მოიყვანნა იგინი, რაჲთა შეჰშურდეს მათ სხუათა იგი შესლვაჲ ცხორებასა და არა დაშთენ იგინი გარე.

ხოლო ზედაჲსზედა მოაჴსენებს მათ მანანაჲსათჳს, რაჲთამცა უჩუენა, თუ რაოდენი განყოფილებაჲ აქუს ნიჭსა ამას, მის მიერ მოცემულსა მანანაჲსა მისგან, და რაჲთამცა მოიყვანნა იგინი სარწმუნოებად. რამეთუ უკუეთუ შემძლებელ იქმნა ორმეოც წელ თჳნიერ მუშაკობისა და თესვისა ესრეთ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2020 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:

ქრისტე აღდგა!

დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი... გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, ტყვენი ცოდვისანი განათავისუფლა და მაცხოვნებლად კაცთა გამოჩნდა, - გიხაროდეთ!

მისი ძალის დაფარვა სურდათ და ვერ შეძლეს, მისი სიმართლის დამცირება უნდოდათ და ვერ მოახერხეს, ვერაგობა განიზრახეს და ჭეშმარიტების გამობრწყინვებით გაწბილდნენ (წმ. იოანე მთავარეპისკოპოსი), რადგან

ქრისტე აღდგა!

აქებდით მას მართალნი ქვეყანისანი, - მთავარნი და მსაჯულნი, ჭაბუკნი და ქალწულნი, ძლიერნი და უძლურნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა... ყოველი სული აქებდით უფალსა (; 150,6).

  • რა არის ამ საყოველთაო სიხარულის მიზეზი?

  • ვიცით, რომ შემოქმედისაგან და სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე სამოთხისაგან ჩვენს პირველმშობელთა განდგომამ როგორც...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის