თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად, რამეთუ არა თქუა მახარებელმან, თუ: წარვიდეს, არამედ: „უკუნიქცეს“, ესე იგი არს, ვითარმედ წარმართებაჲ იგი, რომელ მოეგო სათნოებათა მიმართ, მიაქციეს ბოროტადვე, და სარწმუნოებაჲ, რომელი აქუნდა, წარწყმიდეს და განწვალნეს მისგან თავნი მათნი, გარნა არა ათორმეტთა ქმნეს ესე. იხილეთ უკუე, რასა ეტყჳს მათ:
იოანეს სახარება 6:66
...უ პირველცა ვიეთნიმე განეშორნეს მას, და ამისთჳს ეტყჳს მათ, ვითარმედ: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, იყვნეთ მოწაფე ჩემდა, რამეთუ მათცა ჰრწმენა, არამედ ვინაჲთგან არა დაადგრეს სიტყუათა ჩემთა, ამისთჳს განმეშორნეს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა მის თანა ვიდოდეს“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სცნათ ჭეშმარიტი“ (8,32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: მიცნათ მე, რამეთუ მე ვარ ჭეშმარიტებაჲ. და ყოველივე საქმჱ ჰურიათაჲ სახე იყო, ხოლო ჭეშმარიტებაჲ ჩემგან სცნათ, და განგათავისუფლნეს ჭეშმარიტებამან ცოდვათაგან. რამეთუ ვითარცა სხუათა მათ ეტყოდა, ვითარმედ: „ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ“, ეგრეთვე ამათ ეტყჳს, ვითარმედ: „განგათავისუფლნეს თქუენ“. ხოლო ისმინე, რასა იგინი იტყოდეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არავის ვჰმონებდითო“ (8,33).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და უკუეთუ განრისხებაჲ ჯერ-იყომცა, პირველსა მას სიტყუასა ზედამცა განრისხებულ იყვნეს, რომელ ჰრქუა, თუ: „ჭეშმარიტი სცნათ“, და ეთქუამცა, ვითარმედ: აწ არა ვიცითა ჭეშმარიტი, ანუ შჯული ტყუვილ არსა და გულისხმის-ყოფაჲ ესე ჩუენი? გარნა არარაჲ ეურვებოდა მათ ამისგანი, არამედ სოფლისა საქ...