თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ შეწყობაჲ აქუს სიტყუათა ამათ, ანუ რაჲ ზიარებაჲ აქუს პირველთქუმულთა მათ თანა? რამეთუ იგინი ორთა ბრალთა დასდებდეს მის ზედა: ერთად, ვითარმედ შაბათსა დაჰჴსნისო, და მეორედ, რამეთუ ღმერთსა მამად თავისა თჳსისა უწესსო და სწორ-ჰყოფს თავსა თჳსსა ღმრთისა თანა. ხოლო არა მათისა იჭჳსა და ჰაზრისაჲ იყო, არამედ ჭეშმარიტი იყო, და იგიცა თავადი ესრეთ იტყოდა და დაამტკიცებდა მარადის, ვითარმედ სწორ ღმრთისა არს; რამეთუ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, თუ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲცა ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“, და კუალად: „რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენო, ვითარცა პატივ-სცემენ მამასა“, და ვითარმედ: „საქმეთა, რომელთა იგი იქმს, მეცა ვიქმ“, - ესე ყოველი სწორებისა მომასწავებელი არს. და შჯულისათჳს უკუე იტყჳს, ვი-თარმედ: „ნუ ჰგონებთ, თუ მოვედ დაჴსნად შჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთა“. ესრეთ იცოდა უკეთურებათა მათცა გონებისათა...
იოანეს სახარება 7:19
18. ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს, ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია, და უსამართლობა არ არის მასში.19. განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არცერთი თქვენგანი არ იცავს რჯულს. რად მეძებთ მე მოსაკლავად?20. მიუგო ხალხმა და თქვა: ეშმაკეუღი ხარ; ვინ გეძებს მოსაკლავად?
იოანეს სახარება თავი 7