თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარმედ მაშინ უფროჲსად დაემტკიცების შჯული, რაჟამს დაიჴსნას? ჰხედავა, რამეთუ დაჴსნაჲცა შაბათისაჲ დამარხვაჲ არს შჯულისაჲ? რამეთუ უკუეთუმცა არა დაიჴსნა შაბათი, იქმნების დაჴსნაჲ შჯულისაჲ, და ამის მიერ ჩანს, ვითარმედ მეცა სადამე დავამტკიცე იგი. და არა თქუა, თუ: მე მრისხავთ, რომელ უმეტესი წინადაცუეთისაჲ ვქმენ, არამედ საქმჱ ოდენ უთხრა და საშჯელი მისი მათა მიაგდო, რაჲთა საჯონ, თუ: არა უმჯობჱს არსა წინადაცუეთისა ყოვლითურთ განმრთელებაჲ? რამეთუ უკუეთუ სასწაული მიიღოს კაცმან, რომელი არასადა სარგებელ არს სიმრთელედ, ამისთჳს დაიჴსნების შჯული, ამისთჳს მრისხანე ხართა, უკუეთუ დავჰჴსენ შაბათი, რაჲთა სენისა ესევითარისაგან განთავისუფლდეს?1
იოანეს სახარება 7:23
22. მოსემ მოგცათ წინადაცვეთა (თუმცა მოსემ კი არა, მამებმა მოგცეს) და შაბათ დღეს წინადაცვეთავთ კაცს.23. თუ კაცი წინდაცვეთას იღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯულღი, რაღა ჩემზე მრისხანებთ იმის გამო, რომ სულაც განვკურნე კაცი შაბათს?24. იმის მიხედვით ნუკი სჯით, რაც გეჩვენებათ, არამედ მართალი მსჯავრით განსაჯეთ.
იოანეს სახარება თავი 7