თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ უხილავად შეკრულ იყვნეს და გულისწყრომასა მათსა აღჳრ-ესხმოდა? ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: უხილავად აყენებდა მათ, არამედ თქუა, თუ: „არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“? ამისთჳს, რამეთუ ესრეთ ინება მახარებელმან, რაჲთა აქა მდაბლადრე თქუას მისთჳს და კაცობრივ, რაჲთა კაცებაჲცა მისი მტკიცე იყოს. რამეთუ ვინაჲთგან ყოველსა ადგილსა მაღალთა მათ საქმეთა ღმრთეებისათა იტყოდა, ამისთჳს კაცობრივნიცა ესე სიტყუანი განუთესიან შორის. ხოლო რაჟამს იტყოდის, თუ: „მისგან ვარ“, არა თუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იხილავს მას და ესრეთ იტყჳს, არამედ ვითარცა მისი მარადის მხედველი და მის თანა მყოფი. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ვიცი იგი, რამეთუ მისგან ვარ“. ჰხედავა, ვითარ ზე და ქუე შეჰმზადებს ამას, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ“, და ვითარმედ: „მომავლინებელი ჩემი ჭეშმარიტ არს“, რამეთუ ამისთჳს იყო ესე ყოველი, რაჲთა არა საგონებელ იყოს უცხოდ ღმრთისაგან. და იხილე, თუ რაზომი არს მდაბალთა მათ სიტყუათა სარგებელი, რამეთუ იტყჳს:
იოანეს სახარება 7:30
29. მე კი ვიცნობ, ვინაიდან მისგან ვარ და მან მომავლინა.30. ამიტომ ეძებდნენ შესაპყრობად, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი.31. ხალხში მრავალმა იწამა იგი და თქვა: როდესაც ქრისტე მოვა, ნუთუ იმაზე მეტ სასწაულს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?
იოანეს სახარება თავი 7