თ ა რ გ მ ა ნ ი: და რად-მე ეძიებენ ამას? რამეთუ რომელთა სუროდა ყოვლითურთ, რაჲთამცა განერნეს მისგან, და ყოველსავე ღონესა მოიპოვებდეს, რაჲთამცა არა ხედვიდეს მას, არა უჴმდა ამისი ძიებაჲ, არამედ რაჲთამცა თქუეს, თუ: ჰე, გჳხარის, და ოდეს ყოფად არს ეგე? არამედ მოიწყლნეს სიტყუათა მათგან და ეძიებენ თავთა შორის თჳსთა უგუნურებით:
იოანეს სახარება 7:35
34. ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, ვინაიდან სადაც მე ვიქნები, ვერ მოხვალთ იქ.35. ხოლო იუდეველები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? იქნებ ბერძენთა შორის განთესილებში აპირებს წასვლას, რათა ასწავლოს ბერძნებს?36. ან რას ნიშნავს მის მიერ ნათქვამი სიტყვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, ვინაიდან სადაც მე ვიქნები, ვერ მოხვალთ თქო.
იოანეს სახარება თავი 7