თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ გამოაჩინებს, ვითარმედ არცა იციან შჯული, არცა იქმან მას, რამეთუ უკუეთუ შჯული იტყჳს არა დაშჯად კაცისა უწინარეს მისგან სმენისა, და ამათ უწინარეს შჯულისა დასაჯეს, გარდამავალ სადამე არიან შჯულისა; და ვინაჲთგან მათ თქუეს, ვითარმედ: „არავის მთავართაგანსა ჰრწმენა მისი“, ამისთჳს გამოაცხადებს მახარებელი და იტყჳს, ვითარმედ: „ერთი იყო მათგანი“ (7,50), რაჲთამცა ვცნათ, ვი-თარმედ მთავართაცა ჰრწმენა მისი, რამეთუ დაღაცათუ კადნიერებასა ჯეროვანსა არა აჩუენებდეს, გარნა ჰრწმენა ქრისტესი. ხოლო იხილე, ვითარ რიდობით იქმს მხილებასა მას, რამეთუ არა თქუა, თუ: თქუენ ეძიებთ მოკლვად მას და დაშჯით მას განუკითხველად და „მაცთურით“ სახელ-სდებთ; გარნა არა ესრეთ თქუა, არამედ ტკბილად თქუა, რაჲთამცა ფრიადი იგი მრისხანებაჲ და მკლველობაჲ მათი დააცხრვო. ამისთჳსცა შჯულისა მიმართ ჰყოფს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს:
იოანეს სახარება 7:51
50. უთხრა მათ ნიკოდემემ, რომელიც ღამით მივიდა მასთან, და თვითონაც ერთი მათგანი იყო:51. განა ჩვენი რჯული განსჯის კაცს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და გაიგო, რა ჩაიდინა?52. მიუგეს და უთხრეს: იქნებ შენც გალილეველი ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან არასოდეს აღმდგარა წინასწარმეტყველი.
იოანეს სახარება თავი 7